Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-11-21
Beginning 20:00 HR
Address ონლაინ კინოჩვენება

CinéDOC-Tbilisi ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით მართავს პროექტს სახელწოდებით დოკუმენტური შაბათები. პროექტი დოკუმენტური ფილმების ონლაინ ჩვენებასა და შემდგომ დისკუსიას მოიცავს, რასაც სამართლის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრებიან.

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო სტუდენტების დიდ ნაწილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სახლებში დაბრუნება მოუწია. აქედან გამომდინარე, პროექტი სრულიად ონლაინ მიმდინარეობს, რაც რეგიონული მასშტაბით კინოჩვენებებს თავისუფალს ხდის და შესაძლებლობას აძლევს თბილისის გარეთ მცხოვრებ სტუდენტებს ნახონ დოკუმენტური ფილმები და მონაწილეობა მიიღონ სიღრმისეულ დისკუსიებში.

პროექტი მსოფლიოში მიმდინარე COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების სიმწირით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ შეიქმნა და ითვალისწინებს სტუნდენტებისთვის შემოქმედებითი დოკუმენტური კინოს მეშვეობით ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.

შაბათს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე გაიმართება დოკუმენტური ფილმის „სონიტას“ ონლაინ კინოჩვენება. ფილმი გაიხსნება ზუსტად საღამოს 20:00 საათზე შემდეგ ბმულზე:  (https://cinedoc-tbilisi.com/ka/edu-docs)

ფილმის სინოფსისი და ტრეილერი:

სონიტა / როხსარეჰ გაემ მაგამი / გერმანია, შვეიცარია, ირანი / 2016 / 90 წთ.

18 წლის სონიტას არჩევანი რომ ჰქონდეს, მისი მამა მაიკლ ჯექსონი, დედა კი რიანა იქნებოდა. ის ოცნებობს გახდეს ცნობილი რეპერი. ჯერჯერობით, მისი თაყვანისმცემლები მხოლოდ თეირანის თავშესაფრის თინეიჯერი გოგონები არიან. ავღანეთიდან ლტოლვილი სონიტა ტრამვებთან გასამკლავებლად ფსიქოლოგიურ კონსულტაციას იღებს. მის ოჯახს კი მისთვის სრულიად სხვა მომავალი აქვს არჩეული: როგორც პატარძალი, ის 9000$ ღირს. გარდა ამისა, ირანში ქალებს სიმღერის უფლება არ აქვთ. როგორ შეძლებს სონიტა ოცნებების ახდენას? რეჟისორი როხსარეჰ გაემი პირადად ერთვება ამ საკითხის გადაწყვეტაში და ამწვავებს მსჯელობას საკითხზე, თუ რამდენად უნდა დაუახლოვდნენ დოკუმენტალისტები საკუთარ გმირებს. ფილმი მოგვითხრობს სონიტას ბრძოლის შესახებ საშინელი იძულებითი ქორწინების წინააღმდეგ, რომელიც ზღუდავს მის თავისუფლებას შთამბეჭდავ, დრამატულ, რეპერულ კლიპში.  

ფილმის დასრულების შემდეგ ამავე ბმულზე შესაძლებელი იქნება Zoom-ის დისკუსიაში მონაწილეობა, რომელიც დაგეგმილია 22:00 საათზე და სწორედ ამ დროს გაიხსნება ონლაინ სივრცე, სადაც სტუდენტები შეძლებენ ონლაინ დისკუსიაში ჩართვასა და ნანახი ფილმის ანალიზს.

Related events